ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთვება

ლაზარე გრიგორიადისი

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთვება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. 

თავდაპირველად, საბოლოო პროცესი 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო. მოგვიანებით დასკვნითი სხდომა 28 მარტს ჩაინიშნა, თუმცა კიდევ გადაიდო. 

კომენტარები