ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ახალ, დროებით დერეფნებს გახსნის

Abed Rahim Khatib/dpa

ისრაელი ჩრდილოეთ ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარული დახმარების ახალ, დროებით დერეფნებს გახსნის. ახალი დერეფნები ისრაელის აშდოდის პორტზე და ერეზის გასასვლელზე გაივლის

ინფორმაცია ახალი ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა. ბოლო დღეების მანძილზე თეთრი სახლი აქტიურად მოუწოდებდა ისრაელს დაუყოვნებლივ გაეხსნა ახალი ჰუმანიტარული დახმარების გზები ღაზისთვის. 

როგორც ცნობილია აშდოდიდან და ერეზიდან მიმავალი ეს დერეფნები გაამარტივებს ჰუმანიტარული დახმარების გადაზიდვას იორდანიიდან ღაზის მიმართულებით. ერეზის დერეფანი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ პირველად გაიხსნება. ეს დერეფანი ომის დასაწყისში პალესტინური ისლამისტური ჯგუფების იერიშების შედეგად განადგურდა. 

კომენტარები