რუსეთი

რუსეთში დააკავეს კაცი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სათამაშო ავტომატით შედიოდა

ვიქტორ კრასივსკი
Baza

მოსკოვში დააკავეს პენსიონერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში სათამაშო ავტომატით შესვლას ცდილობდა.

3 აპრილს, დაცვის ფედერალურმა სამსახურმა შეამჩნია ადამიანი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა თან, დაცვამ საეჭვო პირი ორ კარს შორის, შესასვლელში ჩაკეტა და პოლიცია გამოიძახა.

დაკავებული 69 წლის ვიქტორ კრასივსკი აღმოჩნდა. ჩხრეკისას პენსიონერს სათამაშო იარაღი აღმოუჩინეს, რომელსაც შავი ფერის კალაშნიკოვის სისტემის ავტომატის ფორმა ჰქონდა.

კრასივსკის თქმით, ის 15 წელია ცდილობს შეხვდეს ვლადიმირ პუტინს, რაზეც ადმინისტრაციისგან უარს იღებს. 

პოლიციიდან დაკავებული ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები