ფინეთი

ფინეთში დაწყებით სკოლაში მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, დაჭრილია სამი ბავშვი

REUTERS

ფინეთში, დედაქალაქ ჰელსინკიში ვიერტოლას დაწყებით სკოლაში მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაჭრილია სამი ბავშვი. დაჭრილი მოსწავლეები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა

მცირეწლოვანი მოსწავლე, რომელმაც სკოლაში ცეცხლი გახსნა, ჰელსინკის პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. ვიერტოლას სკოლაში პირველიდან მეცხრე კლასამდე სულ 800 მოსწავლე სწავლობს. 

"მყისიერი საფრთხე აღარ არსებობს" - თქვა ვიერტოლას სკოლის დირექტორმა Reuters-თან საუბრისას, თუმცა ინციდენტზე სხვა კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები