გენდერული კვოტირება

დეკანოიძე: რეალური მმართველი ქალი ქვეყანაში არ მახსენდება - პარტიებშიც არ აქვთ ძალაუფლება

საქართველოში არ არსებობს პარტია, სადაც ქალებს აქვთ რეალური ძალაუფლება და ფული. ქალებს არ აქვთ ფული, რომ აწარმოონ საარჩევნო კამპანია, რომ შეკრიბონ საკუთარი პარტია - ყველა პარტიაში გადაწყვეტილებას იღებს კაცი... რამდენი მინისტრია ქალი საქართველოს მთავრობაში? - ორი, მე მგონი. ბოლოს როდის იყო საქართველოს პრემიერმინისტრი, რეალური მმართველი ქალი? - მგონი, არც არასდროს. ახლა გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ასევე კაცების გადაწყვეტილებით გახდა პრეზიდენტი. მე არ მახსენდება, რეალური მმართველი ქალი ამ ქვეყანაში. 

ამიტომ, როცა კაცების პერსპექტივიდან ისაუბრებთ, ერთი კვლევა მაინც წაიკითხეთ - ამ ქვეყანაში არსებობენ ქალები რომლებსაც სჭირდებათ, რომ მათი ხმა ვიღაცამ გააჟღეროს. აქ იყო საპარლამენტო ტრიბუნა, რომელზეც შეიძლება ბევრი სხვანაირი, აქტიური ქალი მოხვედრილიყო, მათ შორის, კვოტების პრინციპით - ესეც მოუსპეთ იმიტომ, რომ გინდოდათ, რაც შეიძლება მეტი ფულის და საარჩევნო რესურსის მობილიზება გაგეკეთებინათ. 

 ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გენდერული კვოტირების შესახებ მსჯელობისას პარტია გირჩის წევრებს მიმართა.

1 აპრილს გირჩი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა

კომენტარები