არჩევნები 2024

წილოსანი: ვფიქრობ, გავზრდით ქალების მხარდაჭერას ქართული ოცნების მიმართ

რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკური გუნდის და ქართული ოცნების ნაწილი ვართ, ამიტომ წინასაარჩევნოდ განსაკუთრებულად გავაქტიურდებით. მთელი ეს 2 წელი მოვანდომეთ იმას, რომ ჩვენი პარტიის წევრ ქალებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროცესში, საკუთარი ელექტორატი გაუჩნდეს ანუ ის ადამიანები, ვისთანაც მათ კონკრეტული წვდომა აქვთ. ვიცით, რომ არჩევნები ზუსტადაც რომ ამომრჩეველთან სწორ კომუნიკაციასთან, მათი საჭიროებების სწორად დანახვასთან და ამ ყველაფრის საარჩევნო პროგრამაში შეტანასთან არის დაკავშირებული და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებითაც გვექნება ჩვენი წვლილი. ვფიქრობ, რომ გავზრდით ქალები მხარდაჭერას ქართული ოცნების მიმართ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო წილოსანი იმედი LIVE-ში.

კომენტარები