ირაკლი ღარიბაშვილი

კუპრაშვილი: ღარიბაშვილი შესამოწმებელ პირთა სიაშია, დეკლარაცია შემოწმდება კანონის დაცვით

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი

ნატიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ღარიბაშვილი შესამოწმებელ პირთა სიაშია და მისი 2023 წლის ქონებრივი დეკლარაცია შემოწმდება. 

"ყოფილი პრემიერმინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია შემოწმდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში. ეს შემოწმდა დამოუკიდებელი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოდგენილი ინფორმაცია და დეკლარაცია შეფასდა დადებითად.

რაც შეეხება მიმდინარე წლის დეკლარაციას, რომელიც წარმოადგინა ახლახან, ეს არის 2023 წლის საანგარიშო პერიოდი, ასევე დასახელებულია შესამოწმებელ პირთა სიაში და მიმდინარე წელს აღნიშნული დეკლარაცია შემოწმდება კანონის სრული დაცვით" - ამბობს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი. 

ირაკლი ღარიბაშვილმა 2024 წლის 23 მარტს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ მშობლებისგან საჩუქრად 2023 წელს 150 000 ლარი მიიღო. 

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ყოფილი პრემიერისა და ამჟამად ქართული ოცნების თავმჯდომარის ოჯახის მოგზაურობის ხარჯი 2023 წელს 20 000 USD იყო. დეკლარაციაში ასახულია ღარიბაშვილის შვილის აშშ-ი სასწავლებლად გამგზავრებისთვის დაქირავებული თვითმფრინავის ხარჯიც - "გარდა ამისა, ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: 1) 94 500 ლარი; 2) 15 000 ლარი"- წერია დოკუმენტში. 

 

კომენტარები