ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილმა მშობლებისგან საჩუქრად 150 000 ლარი მიიღო

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მშობლებისგან საჩუქრად 2023 წელს 150 000 ლარი მიიღო - მონაცემები ღარიბაშვილმა 2024 წლის 23 მარტს შევსებულ დეკლარაციაში წარადგინა. 

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ყოფილი პრემიერისა და ამჟამად ქართული ოცნების თავმჯდომარის ოჯახის მოგზაურობის ხარჯი 2023 წელს 20 000 USD იყო. დეკლარაციაში ასახულია ღარიბაშვილის შვილის აშშ-ი სასწავლებლად გამგზავრებისთვის დაქირავებული თვითმფრინავის ხარჯიც - "გარდა ამისა, ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: 1) 94 500 ლარი; 2) 15 000 ლარი"- წერია დოკუმენტში. 

კომენტარები