ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ცისკარიშვილი: არჩევნები ვერ იქნება დემოკრატიული, თუ სააკაშვილი არ იქნება კამპანიაში ჩართული

თბილისისკენ მივდივართ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ ქართველი ხალხის სახელით მიშა სააკაშვილის თავისუფლება. ერთ ადამიანს შეუძლია მყისიერად მიიღოს ეს გადაწყევტილება - ამას სჭირდება პოლიტიკური სითამამე და გამბედაობა, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს თავისუფლებაზე, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საპარლამენტო არჩევნები კარს მოგვადგა.

ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად, თუ ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და არ იქნება კამპანიაში ჩართული.

თქვა ენმ-ს გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა. დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძროაბამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლემდე მსვლელობა დაიწყო.

კომენტარები