აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს მოქალაქე, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა

ბახრუზ ასკეროვი

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გამოააშკარავეს პირები, რომლებიც ქვეყანაში ტერაქტს გეგმავდნენ. 

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებაში ეჭვი მიიტანეს აზერბაიჯანის მოქალაქეზე, 1988 წელს დაბადებულ ბახრუზ ასკეროვზე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მურმანსკში ცხოვრობდა. მათივე ცნობით, ეს ადამიანი დაუკავშირდა სხვა პირებს, რათა დაერღვიათ საჯარო უსაფრთხოება, შეექმნათ პანიკა მოსახლეობაში. აზერბაიჯანის სუს-ში ამბობენ, რომ აკსეროვი გეგმავდა ტერორისტულ აქტს, რომელიც გამოიწვევდა ადამიანების სიკვდილსა და "სხვა საჯარო საფრთხეს". 

აზერბაიჯანის სუს-ში ამბობენ, რომ ბახრუზ ასკეროვმა ადამიანებს, რომლებსაც დაუკავშირდა, დაავალა მოეწყოთ "შეთქმულება უცხოეთის მოქალაქის მიმართ". ბაქოს ცნობით, ეს უცხოელი ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობს.

ასკეროვის წინააღმდეგ საქმე ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით აღიძრა.

ამას გარდა, აზერბაიჯანის სუს-ის ცნობით, ბახრუზ ასკეროვი გეგმავდა უცხოეთის ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მომზადების ორგანიზებას იმ პირებისთვის, ვისაც დაუკავშირდა.

კომენტარები