ახალი რუსული კანონი

მდინარაძე: თუ პედოფილიაა პრობლემა, სასჯელიცაა – ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი ნორმაც არ გვაქვს

მესამეა დღეა ველოდებით ჩვენი ოპონენტების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, გვიერთდებიან თუ არა მიდგომაში, რომ ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვასთან ერთად, ამ უფლებების დაცვის ხარისხის აწევასთან ერთად, უნდა ვებრძოლოთ თუ არა ფსევდოლიბერალური ხასიათის პროპაგანდას, რასაც, მაგალითად, ლგბტ პროპაგანდა ჰქვია [...]  ისინი ამბობენ მაგალითად იმას, რომ რა დროს ეს არის, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში. რა საკითხი არ დგას დღის წესრიგში, დღეს თანამედროვე მსოფლიოში ეს საკითხები არ გეცნობათ რომ აქტუალურია? [...]

როდესაც პედოფილიაზე ვლაპარაკობთ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და როგორც კი მსგავსი ფაქტი გამოვლინდება, უმკაცრესად უდგებიან სამართალდამცავები და შესაბამისი სასჯელიც არის უმკაცრესი. თუ პრაქტიკაში რაიმე პრობლემას ხედავთ, ერთად ვიმსჯელოთ ამაზე. პედოფილიაზე სასჯელი არ არის საქართველოში? ლგბტ პროპაგანდაზე ხომ არ არის? [...] თუ პედოფილიის საკითხი დგას პრობლემად, მისი გადაწყვეტის უმკაცრესი ნორმები არსებობს, მაგრამ არა თუ დასჯის და უმკაცრესი ფორმები, არამედ უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის ამკრძალავი ნორმაც კი ლგბტ პროპაგანდისა არ არსებობს. 

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "ფსევდოლიბერალობის პროპაგანდის" წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მან 29 თებერვალს დააანონსა. ევროპული საქართველოს ლიდერების თქმით, ნაცვლად ამისა, საქართველოში პედოფილიის მწვავე პრობლემას უნდა მიექცეს ყურადღება.

კომენტარები