თბილისის მერია

კალაძე: დედაქალაქის გერბისა და დროშის კონკურსში გამარჯვებული 10 000 ლარით დასაჩუქრდება

თბილისის მერია დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს მერიაში განცხადების წარდგენა მიმდინარე წლის 1 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. გამარჯვებული ნიმუშების ავტორი 10 000 ლარით დასაჩუქრდება. 

"როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის გერბი და დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ კანონის მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომელიც შედგება ისტორიკოსების, ჰერალდიკოსების, მხატვრებისა და სხვადასხვა სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლებისგან. კომისიამ პირველ ეტაპზე შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რის საფუძველზეც თბილისის მერია მზადაა გამოაცხადოს დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი". - თქვა კალაძემ.

კომენტარები