2024 წელს გარდაცვლილები

63 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გერმანელი ფეხბურთელი ანდრეას ბრემე გარდაიცვალა

63 წლის ასაკში გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი ანდრეას ბრემე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

ბრემე 1990 წლის მსოფლიო თასის მფლობელია. სწორედ მან დასავლეთ გერმანიის ნაკრების მაისურით ფინალურ შეხვედრაში, არგენტინის კარში გაიტანა გამარჯვების გოლი. შეხვედრა ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მცველმა ნაკრების მაისურით 86 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. სხვადასხვა წლებში თამაშობდა მიუნხენის ბაიერნში, ინტერის მილანში, სარაგოსასა და კაიზერსლაუტერნში

გარდა მსოფლიო ჩემპიონობისა არის ბუნდესლიგის ორგზის გამარჯვებული, უეფას და ევროპის თასების მფლობელი, იტალიის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი.

2000-2002 წლებში იყო კაიზერსლაუტერნის მწვრთნელი. 

კომენტარები