ალექსეი ნავალნის სიკვდილი

წერეთელი ნავალნიზე: მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს – ოდესმე ამისთვის პასუხს აგებენ

მას სასიკვდილო განაჩენი მაშინ გამოუტანეს, როცა ბოლოს გადაასახლეს არქტიკაში და უმძიმეს პირობებში ჰყავდათ. ასე რომ ძალიან სამწუხაროა რასაც ვამბობ, მაგრამ ეს იყო მოსალოდნელი და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ერთ დღეს, ყველა ადამიანი, ვინც ბრალდებული იქნება აუცილებლად და დამნაშავეა ამ საქმესა და სხვა მსგავს საქმეებში, აუცილებლად აგებს პასუხს. არაფერია მუდმივი და სამწუხაროა, რომ ადამიანებს ეს არ ესმით.

თქვა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარემ, გიგი წერეთელმა ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით. ინფორმაცია რუსი ოპოზიციონერის პატიმრობაში გარდაცვალების შესახებ გუშინ, 16 თებერვალს გავრცელდა.

კომენტარები