კრიმინალი

13 წლის პირის მიმართ გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა – ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში, ასევე არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის მასალის შეძენა-შენახვა-სარგებლობასა და გავრცელებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის გამოყენებით, 13 წლის არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. ასევე დაზარალებულს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა კომპიუტერულ ტექნიკაში". - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა აპლიკაციის მეშვეობით მოიპოვებდა და ავრცელებდა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ მასალას.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (გარყვნილი ქმედება და არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელება) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები