მკვლელობა თბილისში

ისნის რაიონში, ავლაბრის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში, ისნის რაიონში, ავლაბრის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ამ დროისთვის უცნობია დაკავებულია თუ არა სავარაუდო თავდამსხმელი.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები