2024 წლის არჩევნები პაკისტანში

პაკისტანში არჩევნების წინა დღეს მომხდარ აფეთქებებს, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში გენერალურ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მომხდარ ორ აფეთქებას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა.

პირველი აფეთქება, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, პიშინის ოლქში, ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის პარტიის ოფისის წინ მოხდა.

მეორე აფეთქება კი 150 კილომეტრის დაშორებით, ქილა საიფ ულას ოლქში, ერთ-ერთი პარტიის წევრის, აბდულ ვასის ოფისთან მოხდა და სულ მცირე 10 ადამიანი იმსხვერპლა.

პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილებიდან დაშავებულები ქალაქ ქუეტაში ვერტმფრენების საშუალებით გადაჰყავთ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, "ტერორისტული თავდასხმების მიზანი საარჩევნო აქტივობებისთვის ხელი შეშლაა, რასაც მოქმედი მთავრობა არ დაუშვებს".

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები