ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბლინკენი: პალესტინელებს ღაზაში დარჩენა უნდა შეეძლოთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, 21 ივნისი, 2023.
REUTERS/Leah Millis/Pool

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეში იმყოფება. ბლინკენმა კატარში ყოფნისას თქვა, რომ პალესტინელებს ღაზის სექტორში დარჩენის და ცხოვრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ

ენტონი ბლინკენმა დაგმო ისრაელელი მინისტრების განცხადებები, რომლებიც პალესტინელების სხვაგან გადასახლებას ითხოვდნენ. მინისტრებს, მათ შორის ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს იტამარ ბენ-გვირს, პალესტინელების იძულებითი მიგრაცია ღაზის საკითხის გადაწყვეტად მიაჩნიათ. 

ბლინკენის თქმით, დაუშვებელია ზეწოლა პალესტინელებზე, რომ ღაზის სექტორი დატოვონ. ასევე, როდესაც საომარი პირობები ამის საშუალებას მისცემს, პალესტინელებს სახლებში დაბრუნება უნდა შეეძლოთ. 

კომენტარები