ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ჩრდილოეთ ღაზაში ჰამასის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება დასრულებულია

IDF-ის ჯარისკაცები ღაზის სექტორში, 5 იანვარი, 2024
ისრაელის თავდაცვის ძალები

7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმიდან სამი თვის თავზე, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ჩრდილოეთში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულად დაშლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

IDF-ის წარმომადგენლის დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელის არმია ღაზის ჩრდილოეთში წარმატებას კიდევ უფრო გააღრმავებს, ღაზა-ისრაელის საზღვარზე თავდაცვისუნარიანობას გაზრდის, ხოლო ყურადღება ძირითადად ღაზის ცენტრალურსა და სამხრეთ ნაწილებში ჰამასის განადგურებას დაეთმობა.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 7 იანვარს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი მხოლოდ მაშინ დამთავრდება, როცა ჰამასი სრულად განადგურდება, ისრაელელი ტყვეები გათავისუფლდებიან და ღაზა ისრაელისთვის საფრთხე აღარ იქნება.

კომენტარები