ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა

ტვ პირველის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ტელეკომპანია ტვ პირველის თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 6 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე, ტელეკომპანია ტვ პირველის თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო". - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში. 

ტვ პირველის მითითებით, ტელეკომპანიის თანამშრომლებს ბულაჩაურის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომის დაცვის თანამშრომელმა უფლება არ მისცა, თბილისისთვის განკუთვნილი ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები გადაეღოთ.

კომენტარები