რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ 4 ოლქზე იერიში 32 დრონით მიიტანა – რუსეთის თავდაცვა

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინამ 32 დრონით იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის 4 ოლქზე. ამის შესახებ რუსული უწყება ტელეგრამ-არხზე წერს

"გასულ ღამეს აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული იერიში მიეტანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით". - აღნიშნულია განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, 32 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის, ორიოლის, კურსკის და მოსკოვის ოლქების თავზე გაანადგურეს. 

კომენტარები