ყაზახეთი

ყაზახეთში მაღალჩინოსნებმა შშმ ბავშვებს ვადაგასული კანფეტები აჩუქეს

ყაზახეთში, ქალაქ აკსუში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ტრადიციული საახალწლო საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სხვა საჩუქრებთან ერთად მაღალჩინოსნებმა ბავშვებს კანფეტებიც გადასცეს, რომლებიც ვადაგასული აღმოჩნდა.

ღონისძიებიდან დაბრუნებულმა მშობლებმა შეამჩნიეს, რომ კანფეტები გაქვავებულია და უცნაური სუნი აქვს.

ინციდენტით გაკვირვებული და უკმაყოფილოა ქალაქ აკსუს მერი:

"ჩვენ უკვე რვა წელია ამ დაწესებულებაში ვატარებთ ზეიმებს. არ ვიცი რა მოხდა, მეც ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. შეცდომა აღიარა სპონსორმა, რომელმაც გამოცვალა პროდუქცია. 174 ოჯახში შეცვლილი პროდუქცია უკვე მივიდა". 

სულ ქალაქ აკსუში 291 შშმ ბავშვი ცხოვრობს.

კომენტარები