მკვლელობა საფრანგეთში

პარიზთან ახლოს, ერთ-ერთ ბინაში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს

საფრანგეთში, ილ დე ფრანსის რეგიონში მდებარე ქალაქ მოში ერთ-ერთ ბინაში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, დაღუპულები ქალი და მისი 4 შვილი არიან, რომელთა ასაკიც 9 თვიდან 10 წლამდეა.

პოლიცია ბავშვების მამას, მკვლელობაში ეჭვმიტანილ 33 წლის კაცს ეძებს, რომელიც "მიმალვაში" იმყოფება. სამართალდამცველებს ოჯახის ნათესავები დაუკავშირდნენ.

პროკურატურის ცნობით, საცხოვრებელ სახლში შეჭრის ნიშნები არ მოიძებნა, ბავშვების მამამ კი სახლი სამართალდამცველების მისვლამდე დატოვა.

კომენტარები