წყალმომარაგების შეზღუდვა

თბილისის ზოგიერთ ქუჩას რამდენიმე საათით წყალმომარაგება შეუწყდა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, 26 დეკემბერს თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. 

ვაკის რაიონი:

 წყალმომარაგება შეწყვეტილია ნინო რანიშვილის N20, და 31-ს ავარიული დაზიანების გამო. წყალმომარაგება აღდგება 26 დეკემბრის 18:00-საათზე.

დიდუბის რაიონი:

25 დეკემბრის 18:00-დან 26 დეკემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება არჩილ ქურდიანის ქუჩის N21-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით წყალმომარაგება შეუწყდა არჩილ ქურდიანის, იამანიძის ქუჩებს, წერეთლის გამზირის N6,8,10,12 და ბათუმის ქუჩის N25-ს. 

ნაძალადევის რაიონი:

მაღაროს ქუჩის N16-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 26 დეკემბრის 00:15-13:00 საათებში წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: ურიდიას - იგივე ჩოდრიშვილის, გულრიფშის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ლევან ქართლელიშვილის, მაღაროს, დომენტი ჟღენტის, საჭილაოს N47-დან N62-მდე, ენისელის, კობალაძის, სართანიას, ვასილ თამარაშვილის, ლევან ცქიტიშვილის, რაჟის, ახტალის, ბახმაროს, ზედაუბნის ქუჩებს. 

საბურთალოს რაიონი:

გოძიაშვილის 1-ლი შეს. N2-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:30-დან 15:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: გოძიაშვილის 1-ლი შესახვევი, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩა, გოძიაშვილის ქუჩის N1,2,3,4,5,7,9. 

სამგორის რაიონი: 

თვალჭრელიძის ქუჩის N48-თან 26 დეკემბრის 01:30-13:00 საათებში და ლილოს დას. 4კვ N3ა-თან 15:00-მდე ქსელზე დაზიანების გამო წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს თვალჭრელიძის ქუჩას (შესახვევებით და ჩიხებით),  აეროპორტის დას, ქვემო ალექსეევკის დასახლებას (ქებურიას დასახლებას), ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, კახეთის გზატკეცილი #73,75,83,87,89 ნომრებს, ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვლედიანის, ჭიჭინაძის ქ.29, ლილოს დასახლებას 2 კვ-ის. 10,11,12, კორპუსებს. ასევე, ლილოს დასახლების 4 კვარტალის  N2ა,2,3-ს.

 

კომენტარები