ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰეზბოლამ ისრაელის რკინის გუმბათზე იერიში მიიტანა

REUTERS

ჰეზბოლას მტკიცებით, მათ იერიში მიიტანეს ისრაელის რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე და სისტემას სერიოზული დაზიანება მიაყენეს. ლიბანური ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლის მტკიცებით, მათ 18 დეკემბერს ორი რაკეტა ისროლეს ჩრდილოეთ ისრაელში კაბრის კიბუცში. 

ჰეზბოლამ აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაადასტურა, რომ მათი რაკეტები მოხვდა შენობას, რომელის ჰეზბოლას მებრძოლის დაკრძალვის ცერემონიის სიახლოვეს იყო. როგორც ცნობილია, ამ სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

რკინის გუმბანთის სისტემაზე ჰეზბოლას თავდასხმაზე ისრაელის წარმომადგენლებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ისრაელმა აქამდე გაავრცელა მუქარა, რომ თუ ჰეზბოლა ომში პირდაპირ ჩაერთვება, ისრაელის არმია ლიბანს გაანადგურებს. ჰეზბოლას, ისევე, როგორც ჰამასს, ირანი აფინანსებს. 

კომენტარები