კანდიდატის სტატუსი

კობახიძე ზურაბიშვილზე: არაფერი ესაქმება საზეიმო ღონისძიებაზე, მით უმეტეს - სცენაზე

დღევანდელი ღონისძიება იმ ხალხს ეძღვნება, რომელმაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. მათ შორის, ერთ-ერთი, ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში, სწორედ სალომე ზურაბიშვილი იყო. 

რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს საზეიმო ღონისძიებაზე არაფერი ესაქმებათ , როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მით უმეტეს, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე. ეს არის ჩემი ძალიან მყარი პოზიცია. ეს არის იმ ხალხის საზეიმო ღონისძიება, რომელიც აკეთებდა ყველაფერს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და არ ახორციელებდა საბოტაჟს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი უერთდება პრემიერ ღარიბაშვილის მიერ დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებას.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხს მოუწოდა 15 დეკემბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, "რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის". 

კომენტარები