წყალმომარაგების შეზღუდვა

დიდუბის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 29 საათით შეუწყდა – GWP

დღეს, 12 დეკემბერს, დილის 10:00 საათზე, დიდუბის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 29 საათით შეუწყდა. GWP-ის ცნობით, წყლის მიწოდება მოსახლეობას 13 დეკემბერის დღის 15:00 საათზე აღუდგება. შეზღუდვის მიზეზად GWP "წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბურ გადაერთებით სამუშაოებს" ასახელებს.

წყალმომარაგება შეეზღუდა: 

წერეთლის, აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილს, გაფრინდაშვილის, წყალტუბოს, მირცხულავას, სამტრედიის, ბაქრაძის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ერისთავის, მაიაკოვსკის, პაიჭაძის, აბულაშვილის, ბაქრაძის, ვანის, კერესელიძის, კედიას, გვეტაძის, ფიფიას, ევდოშვილის, ქუთაისის, ბაგრატიონის, ქურდაიანის, ცაბაძის, საირმის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნისა და მიმდებარე ქუჩებს. გელოვანის, რობაქიძის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, თევდორე მღვდელის ქუჩების ნაწილსა და თევდორე მღდვლის II ჩიხს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის" - აცხადებს GWP.

კომენტარები