ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბლინკენი: ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად კონკრეტული ნაბიჯები შემოგვთავაზა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი
NATO News

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მან ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად დამატებითი ძალისხმევაა საჭირო, როგორიცაა სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში უსაფრთხო ზონების შექმნა, როდესაც ისრაელი სამხედრო მოქმედებებს განაახლებს.

"აუცილებელია, რომ ისრაელმა იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის კანონების შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც ტერორისტულ დაჯგუფებას უპირისპირდება, რომელიც არცერთს არ სცემს პატივს". - თქვა ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბლინკენის თქმით, ნეთანიაჰუ "დაეთანხმა ამ მიდგომის აუცილებლობას" მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და რომ ისრაელის მთავრობამ ამისათვის "კონკრეტული ნაბიჯები" შესთავაზა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ისრაელმა თავიდან უნდა აიცილოს  "ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომი მნიშვნელოვანი გადაადგილება". მისი თქმით, იძულებით გადაადგილებულ სამოქალაქო პირებს საბოლოოდ უნდა მიეცეთ დაბრუნების საშუალება.

ამავდროულად, ბლინკენის თქმით, ისრაელმა თავიდან უნდა აიცილოს ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება, როგორიცაა საავადმყოფოები, ელექტროსადგურები და წყლის ობიექტები.

კომენტარები