ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ვინ გაათავისუფლა ისრაელმა მძევლების სანაცვლოდ

Jaafar Ashtiyeh/AFP

ჰამასი და ისრაელი მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლებისთვის დროებით ჰუმანიტარულ პაუზაზე შეთანხმდნენ და პირველად, 24 ნოემბერს დილის 7 საათზე ბრძოლა დროებით შეჩერდა. თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, ჰამასი 50 ისრაელელ ტყვეს, 30 ბავშვსა და 20 ქალს, 150 პალესტინელი პატიმრის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ გაათავისუფლებდა.

1-ელ დეკემბერს ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია და ისინიც იერიშებს განაახლებდნენ.

27 ნოემბერს დროებითი ჰუმანიტარული პაუზა ისრაელსა და ჰამასს შორის ორი დღით და შემდეგ კიდევ თითო-თითო დღით გახანგრძლივდა და თითოეულ დღეს ჰამასი დაახლოებით 10 მძევალს პატიმრების ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ ათავისუფლებდა. მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში გათავისუფლებული ისრაელელი მძევლები მოექცნენ ოჯახთან დაბრუნების ემოციური მომენტებითა და ტყვეობის მძიმე ისტორიებით. თუმცა, ასევე საინტერესოა ვინ გათავისუფლდა შეთანხმების მეორე მხარის მოთხოვნით

ისრაელის მიერ გათავისუფლებული პალესტინელები ციხეში ან სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ ან ძალადობრივი დანაშაულებისთვის იყვნენ გასამართლებული. 25 ნოემბერს გათავისუფლებული 39 პალესტინელი პატიმრიდან გამოცემა Haaretz-ის ინფორმაციით, 9 მკვლელობის მცდელობისთვის იყო გასამართლებული. 

ისრა ჯააბისი - ქალი, რომელმაც 2015 წელს შეეცადა მანქანაში დამონტაჟებული ბომბით ისრაელელი პოლიციელი აეფეთქებინა. შინ ბეთის ცნობით, ჯააბისმა პოლიციელთან მიახლოებისას "ალაჰუ აკბარ" იყვირა და ასაფეთქებლის დეტონაციას შეეცადა. 

მეისუნ მუსა ალ-ჯაბალი - სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ისრაელელი ქალი სამხედროს დაჭრისთვის და მკვლელობის მცდელობისთვის. 

შორუქ დვაიათ - პატიმრობა მიესაჯა მკვლელობის მცდელობისთვის. მან 2015 წელს სოციალურ ქსელ  Facebook-ში დაწერა, რომ სურდა წამებული გამხდარიყო და ისრაელელი კაცი რამდენჯერმე დაჭრა. 

აიშა ავღანი - სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 2016 წელს იერუსალიმში რამდენიმე ისრაელელის დაჭრისთვის. 

ეს ადამიანები ისრაელის ჰამასის მძევლების სანაცვლოდ გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრების ნაწილი არიან, თუმცა ისინი დანაშაულის ჩადენის მომენტში ზრდასრულები იყვნენ. ისრაელის მიერ გათავისუფლებული პატიმრების დიდი ნაწილი არასრულწლოვანია, რომლების დაჭრის, თავდასხმის, მკვლელობის მცდელობის, მანქანის აფეთქების და სხვა ბრალდებებით ციხეში მოხვდნენ. 

The Times of Israel-ის ცნობით, ჰუმანიტარული პაუზის პირველ სამ დღეში ისრაელის მიერ გათავისუფლებული პატიმრების 55% ძალადობრივი დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს ისრაელის ციხეებში და 21% კავშირშია სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან. 

კომენტარები