LGBT Community

ნეპალში ერთნაირსქესიანთა ქორწინება პირველად ოფიციალურად დარეგისტრირდა

ნეპალის ოფიციალურმა უწყებებმა ქვეყნის ისტორიაში პირველად, ერთნაირსქეისიან ადამიანებს შორის  სამოქალაქო კავშირი პირველად დაარეგისტრირეს. 

ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 36 წლის ტრანსგენდერი ქალისა და 26 წლის მამაკაცის დაქორწინება ნეპალის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ერთნაირსქესიან წყვილთა შორის სამოქალაქო კავშირის რეგისტრაცია დასაშვებად მიიჩნია. 

აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კატმანდუს რეგიონის ოფიციალურმა უწყებებმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების არ არსებობის გამო წყვილს უარი განუცხადეს ქორწინების რეგისტრაციაზე. 

ადგილობრივმა LGBT აქტივისტმა სუნილ ბაბუ პანტიმ ეს ისტორიულ მოვლენად შეაფასა სექსუალური და გენდერული უმცირესობების უფლებების დაცვაში.  

ნეპალი ტაივანის შემდეგ მეორე სახელმწიფოა აზიაში, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება არის დაშვებული. 

კომენტარები