რამზან კადიროვი

"რომ არ ჩამოდიხართ, უხუცესები მტუქსავენ" – კადიროვმა პუტინი ჩეჩნეთში დაპატიჟა

რამზან კადიროვის დაჯილდოება ვლადიმირ პიუტინის მიერ, 2022 წლის 22 დეკემბერი.

რამზან კადიროვმა ვლადიმირ პუტინი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დაპატიჟა. ჩეჩნეთის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს რეგიონებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაცემის ცერემონიის დროს მიმართა.

"თქვენ ყველაფერი გააკეთეთ ჩვენთვის, არამხოლოდ ავტოსადგურები, აეროპორტები, მთლიანი რესპუბლიკა, დიდი ხანია არ ყოფილხართ ჩვენთან, ამიტომ ისინი (უხუცესები) მტუქსავენ და მთხოვეს გადმოგცეთ, რომ ჩვენთან რესპუბლიკაში ჩამოხვიდეთ". – ამბობს კადიროვი.

პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერის მიპატიჟებას პირდაპირ არ უპასუხა და რესპუბლიკის უკეთესობისკენ "გარდაქმნას" გაუსვა ხაზი.

"რაც ჩეჩნეთში გაკეთდა ყველაფერი შრომისმოყვარე, ნიჭიერი ჩეჩენი ხალხის ხელითაა გაკეთებული, თქვენი და თქვენი გუნდის ხელმძღვანელობით. მართლაც რესპუბლიკა იმ ტრაგიკული წლების შემდეგ გარდაიქმნა". 

კომენტარები