ბიძინა ივანიშვილი

კალაძე: ივანიშვილი არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც ქვეყანა და ხალხი უყვარს

სტატუსებით რომ არ დავიწყოთ, ბიძინა ივანიშვილის არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი ხალხი. უამრავი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა, უამრავ ოჯახს, უამრავ ადამიანს დაეხმარა. ეს იყო სკოლების რეაბილიტაცია-განახლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოწესრიგება, არ ვიცი, რომელი ერთი პროექტი ჩამოვთვალო, რაც მართლაც მნიშვნელოვანია და უანგაროდ ეს იყო მისი ქველმოქმედება და დღესაც აგრძელებს ეს ადამიანი. თუმცა, მე მგონია, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა, ეს იყო 2012 წელს მისი პოლიტიკაში შემოსვლა, რადგან ამ ადამიანმა მთელი საქართველო გააერთიანა და დაამარცხა ის ბოროტება, სიძულვილი და უბედურება, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი.

ასე აფასებს თბილისის მერი, კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

კომენტარები