კინოთეატრი ამირანი

20 ნოემბერს "ამირანში" ომს გადარჩენილ უკრაინელ ბავშვებზე დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ

20 ნოემბერს, 18:00 საათზე კინოთეატრ "ამირანში" ომს გადარჩენილ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის - Forged by Fear ჩვენება გაიმართება.

ფილმის რეჟისორია დენის ვარაბიოვი.

დოკუმენტური ფილმი გვიჩვენებს ომს უკრაინელი ბავშვების თვალებით ხარკოვში, იზიუმში, ბახმუტში, სევეროდონეცკში, კოსტიანტინივკაში, ბუჩაში, კიევში, ლიმანში, ირპინში, ლისიჩანსკში და მიმოიხილავს იმ პატარა გმირების ისტორიას, რომლებმაც გამოიარეს ოკუპაცია, დაბომბვა, ტანჯვა და სამუდამოდ დაკარგეს ბავშვობა.

Forged by Fear კიდევ ერთხელ აყენებს ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხს და ამ თემას რუსეთთან ომის რეალობაში განიხილავს.

დრამატულ მოვლენებთან ერთად ფილმში ნაჩვენებია ახალგაზრდა, უდანაშაულო უკრაინელების უსაზღვრო რწმენა მათი შეიარაღებული ძალების და საბოლოო გამარჯვების მიმართ.

ფილმის ჩვენების ორგანიზატორია უკრაინის საელჩო საქართველოში და ახალი ამბების სააგენტო Front News Ukraine.

კომენტარები