ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აზერბაიჯანში ირანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ისრაელის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა

ისრაელი

აზერბაიჯანში ირანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ისრაელის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

როგორც უწყება აღნიშნავს, ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქე საელჩოში იარაღით შესვლას ცდილობდა.

"ირანული წარმოშობის მამაკაცმა საელჩოში იარაღით შესვლა სცადა. სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა კი მისი განიარაღება და დაკავება მოახერხეს. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი ბაქოს საბაილის რაიონულ სასამართლოში განიხილეს და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 4-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს". - წერია განცხადებაში.

კომენტარები