ფინეთი

ფინეთი რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების ნაწილს დახურავს

pbs.org

ფინეთის პრემიერმინისტრის პეტერი ორპოს თქმით, ფინეთისა და რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტების ნაწილი დაიხურება. ორპოს თქმით, 17 ნოემბრის ღამით, ფინეთისა და რუსეთის სამხრეთ საზღვარზე ოთხი გამშვები პუნქტი დაიხურება.

ამავდროულად, ფინეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ჩრდილოეთ საზღვრებზე ორი პუნქტი სპეციალურად გაიხსნება თავშესაფრის მაძიებელთათვის. 

ბოლო კვირის მანძილზე, რუსეთიდან ფინეთში საზღვრის არალეგალური კვეთის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფინეთის ცნობით, მხოლოდ 14 ნოებერს ფინეთში 75 არალეგალი მიგრანტი შევიდა. 

15 ნოემბერს პეტერი ორპომ თქვა, რომ მათი  ინფორმაციით, არალეგალ მიგრანტებს ფინეთში გადასვლაში რუსი მესაზღვრეები ეხმარებიან და ხშირად თავად უზრუნველყოფენ საზღვრამდე ტრანსპორტირებას. ფინეთსა და რუსეთს 1340 სახმელეთო საზღვარი აკავშირებთ. 

კომენტარები