ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ფინეთი ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის სისტემას იყიდის

ამერიკელი ჯარისკაცები საჰაერო თავდაცვის სისტემას "დავითის შურდულს" ათვალიერებენ, 8 მარტი, 2018
Jack Guez/AFP via Getty Images

12 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ფინეთი ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის სისტემას "დავითის შურდულს" იყიდის. სისტემის შესყიდვის ღირებულება 317 მილიონი ევრო იქნება.

"დავითის შურდული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სისტემაა, რომელსაც ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე დრონებისა და თვითმფრინავების ჩამოგდება შეუძლია. ამ სისტემამ ომში მაღალ-ეფექტური შესაძლებლობები აჩვენა", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნულ თავდაცვის სისტემას რაკეტების განადგურება 40-300 კილომეტრიანი რადიუსის ფარგლებში შეუძლია. იგი ისრაელის საჰაერო თავდაცვის მთლიანი სისტემის შუა ფენას წარმოადგენს.

ამ გადაწყვეტილებით, ფინეთი, ისრაელის შემდეგ, პირველი ქვეყანაა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემის "დავითის შურდულის" ოპერატორი გახდება.

კომენტარები