ჩემმა მთავრობამ შეძლო და მიაღწია უწყვეტ და უპრეცენდენტო მშვიდობასა და სტაბილურობას ქვეყანაში. საქართველოში ყველა მმართველობის დროს ჩვენ გვქონდა ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომები და ვკარგავდით ტერიტორიებს. ეს ერთადერთი პერიოდია, როდესაც საქართველოს არ ჰქონდა ომი, არ ვკარგავთ ტერიტორიებს, ვიზრდებით, ჩვენ ქვეყანას ვაძლიერებთ და ვმდიდრდებით. ეს არის ის, რასაც მოაქვს კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, ოკუპაციასთან დაკავშირებით გამოწვევები კვლავ არსებობს და არსად გამქრალა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. არის რაღაცები, რასაც ეგრევე ვერ მოვაგვარებთ, შესაბამისად, საჭიროა მოთმინება და გრძელვადიანი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, რომელსაც უნდა მიჰყვე და ამ მიმართულებით უნდა იყო თანმიმდევრული.
ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი: ოკუპაცია არსად გამქრალა, მაგრამ ჩვენ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა ავირჩიეთ
tbl.ge/6lf5
დაკოპირდა

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე.
ამავე თემაზე
- ომბუდსმენის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ღარიბაშვილს ციხე არ დაუტოვებია – პენიტენციური
- ღარიბაშვილს ოჯახის წევრის დაბადების დღეზე ციხე არ დაუტოვებია - პენიტენციური
- "აღიარონ, რომ სიუჟეტი იყო ცილისმწამებლური" – ღარიბაშვილის ოჯახი TV პირველს უჩივის
- ღარიბაშვილის მამის "მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა"
- ღარიბაშვილი: მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა




