ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

იემენელმა ჰუსიტებმა ამერიკული დრონი ჩამოაგდეს

Mohammed Huwais/AFP

იემენში მოქმედმა ირანის მიერ დაფინანსებულმა ჰუსიტების ჯგუფმა ამერიკული დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაცია, ანონიმურობის დაცვით, დაადასტურა აშშ-ს თავდაცვის სისტემის მაღალი თანამდებობის პირმა. 

ჰუსიტების წარმომადგენლის ცნობით, ამერიკული MQ-9 ტიპის დრონი იემენის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ის ჩამოაგდო. 

ისრაელზე ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ იემენიდან ჰუსიტებმა 4 რაკეტა ისროლეს სამხრეთ ისრაელისკენ. ჰუსიტები შიიტების ამბოხებული ჯგუფია, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და მათ ირანი მფარველობს. 

კომენტარები