ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ჯაფარიძე: გვითხრეს, თუ წელს სტატუსი არ იქნება, EU არსად არ მიდის, EU რჩება ქართველ ხალხთან

როდესაც შეხვედრა მქონდა ევროკომისიის წარმომადგენლებთან, პირდაპირ ითქვა ამ შეხვედრაზე, რომ თუ წლის ბოლოს არ იქნება დადებითი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი არსად არ მიდის და ევროკავშირი რჩება ქართველ ხალხთან. ასეთი განცხადება მოვისმინე მე შეხვედრისას ევროკომისიის დელეგაციასთან.

აქედან გამომდინარე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ქართველი ხალხის ნება, მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ თუ კი ქართული ოცნების ამ დესტრუქციული, საბოტაჟისკენ მიმართული ნაბიჯების გამო, ევროპული საბჭო გადაწყვეტს, რომ წელს არ მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი გვეთქვა, ჩვენ [ევროკავშირის წევრობის სტატუსს] მივიღებთ ძალიან სწრაფად, მას შემდეგ, როდესაც ქართული ოცნება დატოვებს ხელისუფლებას.

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე TV პირველის ეთერში, კანდიდატის სტატუსის შესახებ

კომენტარები