კანდიდატის სტატუსი

სამადაშვილი: თუ ხელისუფლებას არ შევცვლით, სტატუსის გამოყენებას დიდი ხანი ვერ შევძლებთ

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის დაპირება, რომ ერთ დღეს, როდესაც ეს ქვეყანა შესაბამის რეფორმებს გაატარებს, ევროკავშირის წევრი გახდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დაპირება საქართველოზე გაიცემა. მაგრამ, როცა ამ სტატუსს პირობით გაძლევენ და გეუბნებიან, შენ თუ რაღაცას გააკეთებ, ჩემს კლუბში მერე შემოხვალო - ამ კლუბში შეხვალ თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, აუცილებელ რეფორმებს გაატარებ თუ არა. ქართულმა ოცნებამ უკვე აჩვენა, რომ ის ამ რეფორმებს არათუ არ გაატარებს, არამედ, ყველაფერს გააკეთებს, რომ ამას ხელი შეუშალოს.

ამიტომ, თუ ჩვენ ხელისუფლებას არ შევცვლით და რეალურად რეფორმატორული, პროევროპული მთავრობა არ გვეყოლება, მაშინ საქართველო კანდიდატის სტატუსის გამოყენებას, ამ დაპირების რეალიზაციას კიდევ დიდი ხანი ვერ შეძლებს. ამიტომაც, პარტია ლელო ამბობს, რომ შემდეგ არჩევნებზე ჩვენ ხელისუფლების შეცვლა გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება, რომ მთავრობაში ისეთი პოლიტიკური ძალები იყვნენ, როგორიც ჩვენი პარტიაა - რომელიც ქართველ ხალხს ემსახურება და მის მოთხოვნას ასრულებს. ეს მოთხოვნა კი ცალსახად არის ევროპული მომავალი, ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვიცით, ეს სწრაფად როგორ უნდა გავაკეთოთ.

თქვა ლელოს პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა TV პირველის ეთერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საუბრის დროს.

კომენტარები