ევროპული საქართველო

წერეთელი: სენატის განხილვამ აჩვენა, აშშ-ს საქართველოსთან პარტნიორობის დიდი ინტერესი აქვს

ამერიკის სენატში გამართულ ბოლო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-ს აქვს საქართველოსთან პარტნიორობის დიდი ინტერესი, ეს იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თუ ეკონომიკური პარტნიორობა, ოღონდ, ამას სჭირდება ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც ამ პარტნიორობისგან შედეგს მოიტანს და ამის მაგალითები ძალიან ბევრ ქვეყანაშია. საქართველოს ხელისუფლება კი უნდა მოქმედებდეს ადეკვატურად, პარტნიორებს მტრებს არ უნდა ეძახდეს და არ უნდა აბრალებდეს ომში ჩათრევის სურვილს. ასეთ ვითარებაში კი სიფრთხილეა საჭირო, რათა არ დაკარგოს ის მხარდაჭერა, რომელიც არსებობს აშშ-ის მხრიდან. 

ამბობს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. საქართველოსთან მიმართებით სენატორებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობასა და ანაკლიის პორტზე.

კომენტარები