აშშ-ს სამხედრო ბაზაზე თავდასხმა

ერაყში ორ სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ის ჯარებია განთავსებული, იერიში მიიტანეს – Reuters

ამერიკელი ჯარისკაცების სამხედრო მანქანები ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე, ანბარის პროვინციაში, ერაყში
REUTERS/John Davison/File Photo

Reuters-ის ინფორმაციით, ერაყში ორ სამხედრო ბაზას, სადაც აშშ-ის ჯარებია განთავსებული, დრონებითა და რაკეტებით დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, გუშინ, 19 ოქტომბერს რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე, სადაც აშშ-ს და სხვა საერთაშორისო ძალებია განთავსებული. 

Reuters-ის ცნობით, ერაყელმა სამხედროებმა თქვეს, რომ საჭირო გახდა ბაზის მიმდებარე ტერიტორიის დაკეტვა, რის შემდეგაც სამძებრო ოპერაცია დაიწყეს. 

გარდა ამისა, როგორც ერაყის პოლიციამ განაცხადა, რაკეტებმა და უპილოტო თვითმფრინავებმა შეუტიეს ამერიკულ ბაზას ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად.

სააგენტო აშშ-ს ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აეროპორტში ამერიკული ძალებს ცეცხლი ორი რაკეტით გაუხსნეს. ამასთან, მათგან ერთს გზა გადაუჭრეს, ხოლო მეორე რაკეტა ცარიელ საცავს მოხვდა. ამავე წყაროს თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოყოლია. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში იერიში მიიტანეს ერაყში ოთხი სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან განთავსებული. ამასთან,18 ოქტომბერს დრონით იერიშის შედეგად რამდენიმე სამხედრო დაშავდა.

აქამდე, ირანის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე შეიარაღებული ერაყული ჯგუფი აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმით დაიმუქრა, თუ ვაშინგტონი მხარს დაუჭერდა ისრაელს ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კომენტარები