ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ და ჯო ბაიდენი, 2023 წლის 18 ოქტომბერი

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა.

მას ბენ გურიონის აეროპორტში ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი დახვდნენ.

აშშ-ს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ამერიკელების ოჯახებს, რომელთა ნათესავებიც ჰამასს მძევლებად ჰყავს აყვანილი. 

ბაიდენის ისრაელში ჩასვლიდან რამდენიმე წუთში ისრაელის სამხრეთში, ქისუფიმში საჰაერო განგაში ჩაირთო.

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ბაიდენი ისრაელში აპირებს დასვას "მკაცრი შეკითხვები", მაგრამ ხაზს გაუსვამს ისრაელთან ურთიერთობას და აღნიშნავს, რომ აშშ მათი ნამდვილი მეგობარია. კირბის თქმით, "მკაცრი შეკითხვები" ეკითხება საკითხს, თუ რას აპირებს ისრაელი ღაზის სექტორში.

კომენტარები