ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი ისრაელზე: დუმილი თანამონაწილეობაა, მე უარს ვამბობ დუმილზე

ეს თავდასხმა სისასტიკის კამპანია იყო. არა უბრალოდ სიძულვილის, არამედ სისასტიკის ებრაელი ხალხის წინააღმდეგ. მე ვიტყოდი, რომ ეს, ებრაელებისთვის, ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე სასიკვდილო დღე იყო. ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ნაწილი ყველას გვახსენებს გამოთქმას, რომელიც ადრე მამაჩემისგან ვისწავლე: დუმილი თანამონაწილეობაა. დუმილი მართლაც თანამონაწილეობაა. მსურს იცოდეთ, რომ, ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ მე უარს ვამბობ დუმილზე და ვიცი, რომ თქვენც უარს ამბობთ...

... ყველამ ჩვენი როლი უნდა შევასრულოთ და ძალდატანებით ამოვიღოთ ხმა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და უკან დავახევინოთ ფაქტების უარყოფისა და დამახინჯების მცდელობებს, რათა ცხადი იყოს, რომ ამერიკაში სიძულვილის ადგილი არაა, არც ებრაელების, არც მუსლიმების და არც არავის წინააღმდეგ... სწორედ ამიტომ, როცა ჩემი შვილები 14 წლის ხდებოდნენ, სათითაოდ მიმყავდა თვითმფრინავით დახაუში (რედ. სადაც საკონცენტრაციო ბანაკი იყო). მე მსურდა მათ ენახათ! რომ შეუძლებელია არ იცოდე რა ხდებოდა ამ კარებში გავლის დროს. შეუძლებელია არ გცოდნოდათ, რა ხდებოდა!

თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკაში ებრაელების საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრის დროს.

კომენტარები