იარე ლიზა

წულუკიანი "იარე ლიზაზე": ეს ფილმი ქალბატონმა ნანამ გახარიასთან ჩაწყობით დაიფინანსა

ჩვენ, დღე ერთია და, რამდენჯერმე ვიღებთ ძალიან მძიმე წერილებს შვილმკვდარი დედებისგან, აფხაზეთში ჩვენი ომის ვეტერანებისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც აფხაზეთში ჩვენს ქვეყანას იცავდა, ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა და რომელმაც ყველაფერი, ასე ვთქვათ, დაკარგა, ოჯახის წევრების ჩათვლით. რეალურად ვხედავთ, რომ ჩვენ ვართ ერთ პოზიციაზე. ვთვლი, რომ ეს ფილმი, რომელიც, როგორც ირკვევა, ორიენტირებულია თურმე იმაზე, რომ რეჟისორმა წარმოიდგინა, რომ ის არის ის, ვისაც შეუძლია, რომ ხიდები ააგოს ესეთი ფილმით. ეს, ალბათ, ცოტა ზედმეტი წარმოდგენაა საკუთარ თავზე და შინაარსობრივად, როგორც თვითონ აფხაზეთის ომის მონაწილეები, თვითმხილველები და მსხვერპლები ამბობენ, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და მიუღებელი. ამაზე უფრო დიდი ვერდიქტი, ჩემი აზრი ვერ იქნება ამ ფილმზე. ეს არის ვერდიქტი.

ეს ფილმი ბატონი გახარიას ჩართულობით, რაც მან დაადასტურა კიდეც - მე ვთქვი, რომ ასე იყო და მან დაადასტურა კიდეც, მადლობა, რომ დაადასტურა, - ჩაწყობით ქალბატონმა ნანამ [ჯანელიძემ] დაიფინანსა მაშინ, როდესაც, მაგალითად ისეთი უდიდესი რეჟისორის, ბატონი მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი, იმავე კონკურსში მონაწილეობდა. ბატონმა მერაბმა ჩვეული მოკრძალებით ის თანხა მიიღო რაც მას კინოცენტრმა მისცა. დღემდე არ აქვს ის ფილმი დამთავრებული ბატონ მერაბს. ქალბატონი ნანა ამით არ დაკმაყოფილდა, ჩაიცვა რკინის ქალამნები, მიბრძანდა პრემიერთან და ჩააწყო და მას დაუმატეს მილიონზე მეტი ლარი და ასე დაასრულა ეს ფილმი. აი, ეს არის რასაც მე ვებრძვი, არ შეიძლება კინოცენტრში ჩაწყობით ხდებოდეს ფილმების დაფინანსება.

თქვა გადაცემა იმედი LIVE-ში საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

კომენტარები