კულტურის სამინისტროს ღონისძიებები

თეა წულუკიანი მთამსვლელობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მთამსვლელობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დააჯილდოვეს. განცხადებას სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სოფელ გველეთში ფესტივალი გაიმართა. მთამსვლელობის განვითარებისთვის 6 ადამიანი დაჯილდოვდა. 

"ღონისძიებაზე, რომელსაც 100-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა, ქართული მთამსვლელობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ექვსი ადამიანი დაჯილდოვდა, მათ შორის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. ფესტივალი გრანდიოზული კონცერტით დამთავრდა.

შეგახსენებთ: წელს 100 წელი გავიდა მყინვარწვერზე ქართველთა პირველი ასვლიდან. ექსპედიციები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმს, 1923 წლის აგვისტოში - გიორგი ნიკოლაძის, ხოლო სექტემბერში ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა" – წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები