კრიმინალი

პატრულ-ინსპექტორმა მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა, მას ბრალი წარედგინა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მოქალაქის მიმართ ჯგუფური ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი ამხილეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა თანმხლებ პირთან ერთად, 2023 წლის 28 სექტემბერს, ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას,  ფიზიკურად იძალადა მოქალაქეზე, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები