მკვლელობა თბილისში

პროკურატურის ცნობით, თბილისში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით პირმა მეგობარი მოკლა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, თბილისში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით პირმა მეგობარი მოკლა. მათივე ინფორმაციით, უწყებამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს სექსუალურ ნიადაგზე უთანხმოება მოუხდა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობართან, რის გამოც მძინარე დაზარალებულს ბლაგვი საგნით და დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა". - წერს საქართველოს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 11-109-ე მუხლის ე და კ ქვეპუნქტებით [სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ოჯახის წევრის მიმართ], რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა წერს, რომ  ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები