ჯო ბაიდენის იმპიჩმენტი

რესპუბლიკური პარტია ბაიდენის იმპიჩმენტთან დაკავშირებით მოსმენებს გამართავს

REUTERS/Evelyn Hockstein

Reuters-ის ცნობით, აშშ-ს რესპუბლიკური პარტია 28 სექტემბერს დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით პირველ მოსმენას გამართავს.

სავარაუდოა, რომ მოსმენაზე არ გახდება ცნობილი ახალი დეტალები ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანთერ ბაიდენის ფინანსური კავშირის შესახებ. 

რესპუბლიკელთა მტკიცებით, ბაიდენი და მისი ოჯახი პირადი სარგებლობისთვის იყენებდნენ 2009-2017 წლებში არსებულ პოლიტიკურ გავლენას. ამავდროულად ისინი ამტკიცებენ, რომ იუსტიციის დეპარტამენტი ჰანთერ ბაიდენის საგადასახადო გამოძიებაშიც ჩაერია. თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება რესპუბლიკელებს ჯერ არ გააჩნიათ. ბრალდების საპასუხოდ, თეთრი სახლში ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება უსაფუძვლოა და წინასაარჩევნო პოლიტიკითაა განპირობებული.

წინასწარ არ არის ცნობილი როგორ დამთავრდება კენჭისყრა ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა სავარაუდოდ, პრეზიდენტის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. 

როგორც რესპუბლიკელებმა აღნიშნეს, ისინი მოიძიებენ ჰანთერ ბაიდენისა და მისი ძმის, ჯეიმს ბაიდენის  საბანკო ამონაწერებს. 

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამ გამოკითხვას მხარს უჭერს. თავად ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი მისი 4-წლიანი მმართველობის დროს ორჯერ დააყენეს, თუმცა, სენატმა იგი ორივეჯერ გაამართლა.

იმპიჩმენტის საქმე ეხება ჰანტერ ბაიდენისა და უკრაინული ენერგოკომპანია ბურისმას შორის საქმიანობას. მოკვლევის მიზანია დაადგინონ, ამჟამინდელი პრეზიდენტი და მაშინდელი ვიცეპრეზიდენტი იყენებდა თუ არა საკუთარ გავლენას საკუთარი შვილის სასარგებლოდ. წარმომადგენელთა პალატაში ეს პროცესი 12 სექტემბერს დაიწყეს. თუ გამოძიების ფარგლებში ბრალდების დამადასტურებელ სამხილებს აღმოაჩენენ, შესაძლებელი იქნება ჯო ბაიდენის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის ჩატარება.

კომენტარები