ღარიბაშვილი: არ ვიცი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ იმოქმედა

ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია, აღარ არის საჯარო მოხელე. გაკვირვება მინდა გამოვხატო, საერთოდ რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, აუხსნელია, ჩემთვის, პირადად. მე ამის თაობაზე ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ის არის ჩემს თვალში მოღალატე. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება. ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი.

ჩემთვის და სახელმწიფო სამსახურებისთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე.

კომენტარები